L2Hunter
                     


  • სიახლის დამატება
  • მთავარი » 2010 » ივნისი » 12 » არისტოკრატორობა 1:36 PM

     არისტოკრატორობა



    მოთამაშე რომელიც მიაღწევს 75 ლეველს თავისი ქვეკლასით და შეასრულებს ყველა დავალებას რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ რაინდის გზა - მიიღებს არისტოკრატის წოდებას. არისტოკრატებს, იგივე რაინდებს დავარქმევ, ენიჭებათ გარკვეული პრივილეგიები რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ მაგალითად ციხე-სიმაგრის აღებისას ან "რაიდ ბოსებზე" გალაშქრებისას როდესაც ლიდერის როლში გამოდიან. არისტოკრატის ტიტული შეუძლია მიიღოს როგორც ძირითად კლასზე ისე ქვეკლასზე და უფრო მეტიც - ყოველი ქვეკლასი იძენს ამ კლასის დამახასიათებელ სპეციალურ სკილს.


    არისტოკრატების პრივილეგიები.

    არისტოკრატებს ააქვთ უნიკალური ტელეპორტირების საშუალება ეგრეთწოდებულ "გეითკიპერებთან" რომლებიც დგანან ქალაქებში. მათ შეუძლიათ გადავიდნენ ისეთ ადგილებშიც, რომლებიც თავდაპირველად არც იყო ‘გეითკიპერების’ სიაში. მაგალითად ციხე სიმაგრეებში.
    არისტოკრატებს შეუძლიათ თავად დაიწერონ თავზე ტიტული, ისე რომ არ შევიდნენ კლანში. ამისათვის მოთამშემ უნდა დააჭიროს კლავიშზე "Title" კლანის ფანჯარაში.
    უბრალო მათამაშეების გარჩევა არისტოკრატებისგან შეიძლება ერთგვარი გვირგვინით თავზე. არისტოკრატები იღებენ ამ გვირგვინს როდესაც ისინი შეასრულებენ კვესტს. ამ გვირგვინის გაყიდვა ან დაგდება არ შეიძლება. შეიძლება მისი მხოლოდ ინვენტარიდან წაშლა.
    PvP-ში არისტოკრატებს აქვთ უპირატესობები შეტევისას სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით.
    ციხის აღებისას მხოლოდ კლანის ლიდერს ააქვს საშუალება ნახოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენჯერ მოკლეს მისი კლანელები ან რამდენი მოთამაშე მოკლეს მათ. ამასთანავე ისინი ხედავენ კლანელების ადგილსამყოფელს - იგივე შეუძლიათ არისტოკრატებსაც. ამ ბრძანების გამოყენებისას: /siegestatus ლიდერები და არისტოკრატები ხედავენ ამ ინფორმაციას. ინფორმაციის განახლება ხდება ყოველ 30 წამში.
    არისტოკრატის თითოეული გმირობა რეიდ ბოსების მოკვლისა და ციხის აღების დროს დაფიქსირდება და თუ ის გახდება გმირი, მაშინ მისი გმირობები დაიწერება გმირების მონუმენტზე.


    არისტოკრატების შესაძლებლობები

    Blessing of Noblesse - ეს არის ბუფი რომელიც შეუძლია გაიკეთოს თვითონ და თავისი გუნდის წევრებს რაიდ-ბოსზე წასვლისას. მოთამშის მოკვლის შემთხვევაში ბოსის მიერ ყველა ბუფი იკარგება მის გაცოცხლებამდე. გაცოცხლების შემდეგ კი ბუფები ბრუნდება, მაგრამ ქრება Lucky Charm და Blessing of Noblesse. ბუფის გასაკეთებლათ საჭიროა 5 ცალი spirit ore.
    Strider Siege Assault – არისტოკრეტი თუ ციხის აღებისას ზის სტრაიდერზე, ამ სკილის გამოყენების შემთხვევაში მისი სტრაიდერი მეტი ძალით ურტყამს კარებსა და კედელს. სკილისთვის საჭიროა 5 ცალი spirit ore.
    Build Advanced Headquarters – ციხის აღებისას არისტოკრატს რომელიც ასევე ციხის ლიდერია შეუძლია დადგას ორჯერ მეტი სიცოცხლის მქონე დროშა. ამისათვის საჭიროა 300 ცალი C-grade Gemstones.
    Wyvern Aegis - ციხის მფლობელ არისტოცრატს შეუძლია მაქსიმალურათ გაუზარდოს თავის ვივერნას მაგიური დაცვა. ამისათვის საჭიროა 20 ცალი spirit ore.
    Summon CP Potion – არისტოცრატს შეუძლია გააკეტოს 20 ცალი high-grade CP potions. ამისათვის საჭიროა 80 ცალი Soul ore.
    Fortune of Noblesse – შეუძლია თავისი პარტიის ყველა წევრს გაუკეთოს ბუფი high-grade CP potions. ამისათვის მას ჭირდება 4 ცალი Lucky Charm: A Grade.
    Harmony of Noblesse - ეს არის არისტოკრატის შესაძლებლობა, რომ მან ერთი სკილით ერთმანეთს შეუთავსოს 4 მაგის ძალა ისეთი კლასებისა როგორიცაა Sorcerer, Spellsinger და Spellhowler. ყოველი მაგის ძალის გამოყენება შეიძლება 5 წამის ინტერვალით. ასევე შესაძლებელია ყველა ძალის ერთად გამოყენება. ეს არის Elemental Assault-ის გაორმაგებული სიძლიერით მიყენებული სტიქიური დარტყმა.
    Symphony of Noblesse - ეს არის არისტოკრატის შესაძლებლობა, რომ მან ერთი სკილით ერთმანეთს შეუთავსოს 8 მაგის ძალა ისეთი კლასებისა როგორიცაა Sorcerer, Spellsinger და Spellhowler. ყოველი მაგის ძალის გამოყენება შეიძლება 5 წამის ინტერვალით. ასევე შესაძლებელია ყველა ძალის ერთად გამოყენება. ეს არის Elemental Assault-ის უკვე გაოოთხმაგებული სიძლიერით მიყენებული სტიქიური დარტყმა.

    By DISKOVER

    მიმაგრება:

    კატეგორია: L2 აღწერა | ნანახია: 1083 | დაამატა: DISKOVER | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0