L2Hunter
                     


  • სიახლის დამატება
  • მთავარი » 2010 » ივნისი » 12 » Strider Quest By Svani 1:52 PM

     Strider Quest By Svani


    ასეა თუ ისე თქვენ მოახერხეთ თქვენი დრაკონის 55 lvl-მდე აყვანა. რა თქმა უნდა ეს დიდ წვალებად დაგიჯდათ. რა ელის ეხლა თქვენს დრაკონს წინ? მას წინ დიდი გამოცდა ელის.  იმისათვის რომ თქვენი პატარა დრაკონი გადააქციოთ სტრაიდერად დიდი შრომა გელით, არა მარტო თქვენ არამედ თქვენს დრაკონსაც.

    მოდით ყველაფერი თანმიმდევრობით დავალაგოთ.

    გადავდივართ Hunter Village-ში და ვიძახებთ დრაკონს.

    1 ვეძებთ Wiseman Cronos-ს და ვესაუბრებით მას.

    გადავდივართ Ivory Tower-ში და მივდივართ Enchanted Valley-ის ჩრდილოეთ გასასვლელისაკენ. როგორც კი შევდივართ Enchanted Valley-ში ეგრევე ვუხვევთ აღმოსავლეთისაკენ.

    2. ვეძებთ Fairy MyuMyu-ს, ვესაუბრებით მას და იგი გვაძლევს Leaf of Star Tree, Leaf of Wind Tree, Leaf of Twilight Tree, Leaf of Abyss Tree.

    ეს ძალიან რთული დავალებაა. რა არის საჭირო რომ იგი შევასრულოთ? გვინდა მინიმუმ ერთი მკურნალი, მებრძოლთა ჯგუფი ან მაღალ lvl-იანი მაგი.

    3. თქვენ უნდა იპოვოთ ოთხი ხე რომელიც შეესაბამება ქვესთში მოცემულ ფოთლებს.

    4. როცა იპოვით ერთ-ერთ ხეს, იძახებთ თქვენს დრაკონს და აძლევთ ბრძანებას რომ შეუტიოს მას.

    ახლო მდებარე Tree Guardian-ი შეუტევს თქვენს დრაკონს.
    ა) აი აქ გვჭირდება მეომრები ან მაგი რათა მოკლან ან დააძინონ მობები რომ ისინი არ შეეხნენ დრაკონს. მოკვლას აზრი არა აქ რადგანაც მობები ისევ გაჩნდენიან 2-5 წამში. აი დაძინება კი 30 წამი გრძელდება.
    ბ) თქვენ არ უნდა შეუტიოთ ხეს. ხეს უტევს მარტო დრაკონი. ამასთანავე არ შეიძლება რომ ხე მოკვდეს. მკურნალი უნდა მუშაობდეს სამ ფრონტზე. მკურნალობდეს დრაკონს, ხეს და მათ ვინც ხის დაცვას ებრძვის. თუ თქვენ დაარტყავთ ხეს, იგი თქვენ გაგიკეთებთ მაგიას Poison რომლის მოხსნაც არ შეიძლება. თუკი შემთხვევით თქვენ ან თქვენი დრაკონი მოკლავთ ხეს, მაშინ მოგიწევთ 15 წუთი ლოდინი რათა ხე ისევ გაჩნდეს. ამ დროს თქვენ გელით არასასიამოვნო სიურპრიზი.
    გ) სასურველია დრაკონს არ გაუკეთოთ შეტევის გამაძლიერებელი ბაფი, რათა მან შემთხვევით არ მოკლას ხე. მაგას ჯობია გაუკეთოთ შეტევის ამაჩქარებელი, დაცვა და რეგენერაცია.
    დ) დაახლოებით 100 დარტყმის მერე ხე შეირხევა და გთხოვთ შეწყალებას და დახმარებას. ამ დროს თქვენიინვენტარიდან ქრება ერთ-ერთი ფოთოლი.
    ე) დანარჩენ ხეებზეც იგივე უნდა აკეთოთ. მათო მოძებნა შეიძლება Hunter Village-ის სამხრეთით მდებარე მთებზე.ამის შემდეგ ვიყენებთ SoE-ს და გადავდივართ Ivory Tower-ში. მივდივართ Enchanted Valley-ის ჩრდილოეთ გასასვლელისაკენ. შევდივართ Enchanted Valley-ში და ეგრევე უხვევთ აღმოსავლეთისაკენ.
    ვ) ვეძებთ Fairy MyuMyu-ს, ვიძახებთ დრაკონს, და ვესაუბრებით ფერიას. ვეძახით უკან დრაკონს და ისევ ველაპარაკებით პერიას. დრაკონი გაქრება და თქვენ მიიღებთ Dragon Bugle-ს იგივე ტიპისას რაც იყო თქვენი დრაკონი. აი თქვენ უკვე გყავთ სტრაიდერი. ბედნიერი მგზავრობა!

    შენიშვნები ინსტრუქციასთან

    დაკავშირებით. იმისათვის რომ ავირჩიოთ პროფესია NPC-სთან საუბრის დასაწყისში არ  უნდა დავაჭიროთ QUEST-ს,  არამედ  INFORMATION ON CHANGE OCCUPATION. მეორე მენიუში - ავირჩიოთ სასურველი პროფესია. მესამე მენიუში - ავირჩიოთ CHANGE OCCUPATION. მივიღებთ მითითებულ ნივთს. ვნადირობთ Х მობებზე, სანამ არ შევაგროვებთ N Y. იმისი ალბათობა რომ მობები დადროპავენ ქვესთის ნივთს ხანდახან ძალიან დაბალია, მაგრამ არა უმეტეს 10 მობზე მოდის 1 ქვესთის ნივთი. (არის შემთხვევები რომ ეს ალბათობა ადის 30-50-მდე) თუ ალბათობა უფრო გაიზარდა მაშინ ქვესთის თავიდან სესრულება მოგიწევთ. გადაადგილებისას არაა აუცილებელი ტელეპორტაციის გამოყენება, შეგიძლიათ ფეხით გაისეირნოთ რითიც დაზოგავთ თანხას. გირჩევთ იცოდეთ თუ სად იპოვოთ საჭირო NPC-ი რათა არ ეძებით ის სხვა ქალაქებში. სტრაიდერის მართვა როგორც დამხმარესი იგივეა რაც სხვა ცხოველების მართვა. მოთამაშე თუ მოისურვებს სტრაიდერზე დაჯდომას ამისათვის უნდა დააჭიროს ღილაკს Mount/Dismount ან მისცეს ბრძანება /Mount. როცა თქვენ დაჯდებით სტრაიდერზე მისი პარამეტრები შეიცვლება. ფიზიკური დარტყმა და სიჩქარე არის სტრაიდერის, დანარჩენი კი მოთამაშის. თუ მოთამაშე უფრო დაბალი lvl-ია ვიდრე სტრაიდერი ფიზიკური დარტყმაზე და სიჩქარეზე იქნება შტრაფები. მაგალითად თუ მოთამაშის lvl-ი 5-ით ნაკლებია ვიდრე სტრაიდერის, მაშინ სტრაიდერის დარტყმა შემცირდება 50%-ით. თუ უფრო მეტია განსხვავება მაშინ ყოველ lvl-ზე დარტყმა შემცირდება 5%-ით. თუკი განსხვავება არის 10lvl მაშინ სტრაიდერის სისწრაფე განახევრდება. თუკი სტრაიდერის მაძღრობა ჩამოვა 50%-ზე ქვევით, მაშინ მისი სიჩქარე შემცირდება, თქვენ ვერ შეძლებთ სტრაიდერიდან ჩამოსვლას და მის ინვენტარში შენახვას. სტრაიდერისთვის საჭმლის ყიდვას შეძლებთ ნებისმიერ ქალაქში Pet Manager-ისგან. lvl-ის აწევასთან ერთად სტრაიდერის სიჩქარე მატულობს, დაკლებისას კლებულობს. თუ სტრაიდერს მოგიკლავენ რაღაც დროის გამმავლობაში უნდა მოასწროთ მისი გაცოცხლება, თუ არა და ის სამუდამოდ დაგეკარგება. თუკი ტრაიდერის მაძღრობა ჩამოვა 0% და თქვენ მალე არ აჭმევთ საჭმელს ის გაქრება. თუ ამ დროს თქვენ იჯექით მასზე, სტრაიდერი გადადის ინვენტარში და შემდეგ გამოძახებაზე მისი მაძღრობის დონე იქნება 0%.


    მიმაგრება:

    კატეგორია: L2 ქვესთები | ნანახია: 1304 | დაამატა: Svani | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/1
    სულ კომენტარები: 0